• Graphenstone Corporate Social Responsibility
    გრაფენსტოუნი
    ასრულებს
    კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას.
  • Graphenstone Corporate Social Responsibility
    გრაფენსტოუნი
    ასრულებს
    კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას.

გრაფენსტოუნი გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ, სოციალურ და ეკონომიკურ ღირებულებებს იცავს.

გარემო

ჩვენ ვიყენებთ არა-დამაბინძურებელ ნედლ, გადამუშავებას დაქვემდებარებულ მასალას. ვცდილობთ არა მხოლოდ იმას, რომ მკაცრად დავიცვათ გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ მიმართული კანონები და რეგულაციები, არამედ ვცდილობთ იმასაც, რომ კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წავიდეთ, ანუ ვაწარმოოთ გარემოს დაბინძურების და ორგანული პროდუქტების გამოყენების თემებზე ცნობიერების ამაღლების კამპანიები.


სპორტი

გრაფენსტოუნი ასპონსორებს სხვადასხვა ადგილობრივ და რეგიონალურ სპორტულ გუნდებს (ფეხბურთი, ველორბოლა და ა.შ.), რათა ხელი შევუწყოთ სპორტს, როგორც ცხოვრების სტილს.

საზოგადოება და ადგილობრივი ეკონომიკა

გრაფენსტოუნი ეხმარება მესამე სამყაროს ქვეყნებს. აწვდის მათ მნიშვნელოვან პროდუქტებს: საკვებს, მზის პანელებს, ხელსაწყოებს, საყოფაცხოვრებო ელექტრომოწყობილობებს, ელექტროაპარატურას, სხვადასხვა ექოგრაფს, ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, საავადმყოფოს აღჭურვილობას, სასკოლო საგნებს, სათამაშოებს და ა.შ. 2017 წელს, მალავიში 24 000 კგ წონის ტვირთი გავუშვით.

რადგან ჩვენ გვჯერა ინტეგრაციის. ჩვენ გვყავს ათზე მეტი თანამშრომელი, რომლებიც შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონეები არიან და შედიან AVAIN-ში (ვისუენას ასოციაცია ინტეგრაციის ხელშეწყობის საკითხებში).

გრაფენსტოუნი ეხმარება ადგილობრივ ეკონომიკას. როდესაც ჩვენ გვჭირდება საბეჭდი სერვისები, ღონისძიებების დაგეგმვა, მერჩანდაიზინგი, კვების ორგანიზება, ფოტოგრაფია თუ ტრანსპორტი, ჩვენ ვუკავშირდებით მათ, ვინც ჩვენს ფილიალებთან, ოფისებთან ან ქარხნებთან ახლოს მოღვაწეობს.