გრაფენსტოუნი, საღებავები და დაფარვები "მწვანე თაობისთვის"
გრაფენსტოუნი წარმოადგენს ახალგაზრდა ქიმიკოსი ინჟინრის გამოგონებას, რომელმაც თავი მიუძღვნა ბუნებრივი, ეკოლოგიური და ჯანსაღი დაფარვის შექმნის იდეას XXI საუკუნისთვის.
ეს ინჟინერი ანტონიო ლეონ ხიმენესია, რომელმაც მიაღწია თავის მიზანს და დღეს გრაფენსტოუნის პრეზიდენტი და მთავარი ტექნიკური დირექტორია.მრავალი წლის განმავლობაში, წარმატებული ესპანური დაფარვების კომპანიაში მთავარ ტექნიკურ ინჟინრად მუშაობის შემდეგ, ანტონიო ლეონმა დაარსა ახალი საწარმო IEdiSA (2009) - გრაფენსტოუნის წინამორბედი
გრაფენსტოუნის პრეზიდენტმა თავისი თავი დაუღალავად მიუძღვნა ბუნებრივი საღებავების და დუღაბების ყველაზე ინოვაციური ხაზის შექმნას და განვითარებას. ამისთვის კი ადგილობრივი წყაროებიდან მიღებული უმაღლესი ხარისხის კირი გამოიყენა. უნიკალური კირის შექმნისთვის, 100%-ით ბუნებრივ და გარემოს მიმართ მეგობრულ წარმოების ციკლს გავდივართ. ამგვარად, თითქმის დავიწყებული ტრადიცია დაუბრუნდა ბაზარს.

ჩვენი წვლილი უფრო ჯანსაღი და ეკოლოგიურად მდგრადი სახლების მშენებლობაში.
კირის ბაზაზე ახალი ეკოლოგიური, ბუნებრივი და კირზე დაფუძნებული მდგრადი დაფარვების შექმნის შემდეგ, ანტონიო ლეონმა პროცესი კიდევ უფრო წინ წასწია და სიახლის სახით, ფორმულას გრაფენი დაუმატა. გრაფენის გამოყენება მიზნად ისახავდა პროდუქტის თვისებების გაძლიერებას; ბუნებრივი თვისებების შენარჩუნებისას, სიმტკიცის/გამძლეობის, მოქნილობისა და გამტარუნარიანობის გაუმჯობესებას.
შეუპოვრობა იყო საკვანძო გასაღები. სევილიის უნივერსიტეტში, მთელი წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევისა და მრავალი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ანტონიომ მიაღწია თავის მიზანს: შეიმუშავა გრაფენის პოლიმერი, რომელსაც შეუძლია წარმოუდგენლად გააუმჯობესოს მასალის თვისებები.
გრაფენის ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული საღებავებისა და დაფარვების პირველი ნაკრები. გრაფენსტოუნი დაარსდა 2013 წლის ნოემბერში. ანტონიოს ოცნება ასრულდა, მან შექმნა მსოფლიო დონის ინოვაციური ეკომეგობრული პროდუქტი, რომელსაც განსაკუთრებული თვისებები გააჩნია. საღებავების და დაფარვების პირველი ნაკრების წარმოების შემდეგ, ჩვენ დაუღალავად გავაგრძელეთ მუშაობა, რათა ნებისმიერი ტიპის შენობისთვის, კიდევ უფრო ჯანსაღი და ეკომდგრადი დაფარვები შეგვექმნა.