ხშირად დასმული კითხვები


ეს სეგმენტი შემდგარია იმ კითხვებისგან, რომლებიც 35 ქვეყნიდან მოგვაწოდეს ჩვენმა კლიენტებმა და პარტნიორებმა. დააჭირე სათაურს, რათა გააფართოვო ან დაავიწროვო პასუხები. თუ გსურს მეტი ინფორმაციის მიღება, შეგიძლია გამოიყენო ჩვენი ნებისმიერი დაკავშირების ფორმა ან მოგვწერო სოციალურ ქსელებში.

პროდუქტი & ფორმულა


სინთეთიკური საღებავების დასამზადებლად იყენებენ ფისის და პლასტმასის მასალის წყალნარევ ემულსიებს, ხოლო მათ შესარევად ნავთობ-მასალას. მოხმარებისას და გამოშრობის დროს, ეს საღებავები გამოყოფენ აქროლვად ორგანულ ნაერთებს და ფორმალდეჰიდს, რაც მოიცავს კანცეროგენულ ნივთიერებებს, რომელიც აჩენს სიმსივნეს. პლიუს ამას, ეს საღებავები არც ისე წყალგამტარია, რაც ხელს უწყობს კონდენსაციას, აქედან გამომდინარე, ობის გავრცელებასაც.

გრაფენსტოუნში ჩვენს პროდუქტებს ვქმნით კირზე დაყრდნობით. ეს არის ბუნებრივი და ორგანული პროდუქტი, რომელშიც არ შედის აქროლვადი ორგანული ნაერთები და ფორმალდეჰიდი. ჰაერგამტარია და გამოირჩევა დაბალი მჟავიანობით, რაც ობის და სოკოს წარმოქმნას აჩერებს.

მეტის წაკითხვა

გრაფენსტოუნი სინთეთიკური საღებავებისგან წყლის ორთქლის გამტარიანობით განსხვავდება. ამ თვისების წყალობით, შენობაში წყალი აღარ გროვდება. სინესტე საღებავს აფუჭებს, წარმოქნის ბუშტუკებს და შენობის ესთეტიკურობას ზიანს აყენებს. მაღალი ჰაერგამტარიანობა და დაბალი მჟავიანობა ხელს უწყობს იმას, რომ ბუნებრივად მოხდეს ობის, ბაქტერიის და სოკოს ზრდის პრევენცია, რომლებიც ალერგიებს და სუნთქვით პრობლემებს იწვევენ.

ასევე მისი მინერალური თვისების წყალობით, არის ცეცხლსაწინააღმდეგო, ინერტულია გარემოს მიმართ და შესაძლებელია მისი ხელახლა გამოყენება.

გრაფენსტოუნის კირზე დაფუძნებული პროდუქტები, გაშრობის დროს იწოვენ კარბონის დიოქსიდს. კონკრეტულად, სამი 15 ლიტრი საღებავი წელიწადში 14.40 კგ კარბონის დიოქსიდს იწოვს (რამდენსაც ერთი ზრდასრული ხე).

მაღალი ხარისხის კირის წყალობით, მას გააჩნია სხივების არეკვლის და თერმული სიკაშკაშის უნარი. ეს ორი ფაქტორი ენერგოეფექტურობას უწყობს ხელს.

მეტის წაკითხვა

კირი, რომელსაც ჩვენს საღებავებსა და საფარში ვიყენებთ, დამზადებულია ათასწლოვან ხის ღუმელებში, რითიც თავს ვარიდებთ საწვავის ან რაიმე ქიმიკატის წვას. პლიუს ამას, ჩვენ არ ვამატებთ პროდუქტებს, რომელიც ცვლის კირის თვისებებს, მაგალითად სიწმინდეს და მაღალ სითეთრეს. მეორეს მხრივ, ჩვენს პროდუქტებში გრაფენის ტექნოლოგიის გამოყენება, მათ უნიკალურს და ინოვაციურს ხდის ბაზარზე.

მეტის წაკითხვა

გრაფენსტოუნი სხვა მინერალური საღებავებისგან ძირითადად, მისი გაუმჯობესებული მიკვრის, მოქნილობის, გამძლეობის უნარითა და პროდუქტიულობით გამოირჩევა. ასევე უფრო მარტივად ირეცხება. ეს ყველაფერი გრაფენის ტექნოლოგიის შერწყმის დამსახურებაა. იღებთ იგივე ხარისხს, რასაც პლასტიკური და ბუნებრივი საღებავების შერევით.

გრაფენსტოუნის კირზე დაფუძნებული პროდუქტები, გაშრობის დროს ჰაერიდან შთანთქავენ კარბონის დიოქსიდს. კონკრეტულად, სამი 15 ლიტრი საღებავი წელიწადში 14.40 კგ ნახშიროჟანგს შთანთქავს, ანუ იმდენს, რამდენსაც 250 კგ წონის ხე.

პლიუს ამას, მაღალი ხარისხის კირის წყალობით, მას გააჩნია სხივების არეკვლის და თერმული გამოყოფის უნარი. ეს ორი ფაქტორი ენერგოეფექტურობას უწყობს ხელს.

საღებავის მოქნილობის ტესტი, რომელშიც გრაფენი ურევია/რომელშიც არ ურევია

კირი, რომელსაც გრაფენსტოუნის პროდუქტებში ვიყენებთ, დამზადებულია არაბული წარმომავლობის ათასწლოვან ხის ღუმელებში. ჩვენ მივყვებით კირის მიღების ტრადიციულ მეთოდს, რაც მას განსაკუთრებულ სიწმინდეს და სითეთრეს აძლევს. ხელნაკეთ კირს ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის შუა პერიოდიდან აწარმოებდნენ.

მისი ციკლი 100 %-ით ბუნებრივი პროცესია. ხის ღუმელში წვით ვიღებთ კირქვას, ხოლო კირქვის გამოწვით კი საბოლოო პროდუქტს.

მეტის წაკითხვა


გრაფენი და ტექნოლოგია


გრაფენი მომავლის ოქროდ ითვლება. ეს მასალა, რომელიც შედგება წმინდა ნახშირბადისგან (კარბონისგან), არის სტრუქტურულ ფოლადზე 200-ჯერ ძლიერი და სპილენძზე 1000-ჯერ გამტარი. ამჟამად იყენებენ სხვადასხვა სფეროში, მაგალითად: ელექტრონიკაში, მედიცინაში და ჩვენს შემთხვევაში, საღებავებში.

მეტის წაკითხვა

ტრადიციული კირის საღებავებს აღენიშნებათ სიძლიერის, გაბზარვის და გამძლეობის პრობლემები. მეორეს მხრივ, კირის დუღაბები ითხოვს იმაზე დიდ დროს მისაღებად, ვიდრე დღესდღეობით მშენებლობის სტანდარტებია. ეს ფაქტები ცხადს ხდის იმას, რომ ბუნებრივი კირის პროდუქტები სიძლიერისთვის დანამატს მოითხოვენ.

ხანგრძილივი კვლევის შემდეგ, ანტონიო ლეონმა, კომპანიის პრეზიდენტმა, იპოვა გრაფენის ტექნოლოგია, მასალა, რომელიც იძლევა იმის საშუალებას, რომ დაამზადო არაორგანული, მჟავიანობის საწინააღმდეგო, ძლიერი და მოქნილი პროდუქტი. თუმცა ეს იყო ძვირადღირებული და წყალგაუმტარი პროდუქტი, რომელიც მართალია, პროდუქტს კარგ ტექნიკურ მახასიათებლებს მატებდა, მაგრამ არ იყო ეკონომიკურად გამართლებული. ეს მაშინ შეიცვალა, როდესაც ბუნებრივი ჰიდრავლიკური გრაფენის პოლიმერი მიიღეს, რომელიც მცირე რაოდენობის გრაფენს იყენებს. ამ წარმოების საიდუმლოს პირველად, ანტონიო ლეონმა მიაგნო.

გრაფენი მოლეკულურ დონეზე უწევს სტრუქტურულ დახმარებას.
გრაფენის წყალობით, ჩვენ ვიღებთ პროდუქტს, რომელიც არის რეცხვადი. ნატურალურ საღებავს წყლით ვერ გაწმინდავთ.
ის არის მოქნილი: არ იბზარება და პირველად გახდა შესაძლებელი რომ მარტივად გამოიყენოთ სამღებრო ლილვაკი ისეთ ბუნებრივ საღებავზე, რომელიც არ შეიცავს ფისს.

გრაფენი აუმჯობესებს მიწებების დონეს მრავალ ზედაპირზე: ფიზიკურ-ქიმიური მიწებება აუმჯობესებს პროდუქტიულობას, გამძლეობას და მოხმარებას. როგორც წესი, ბუნებრივი კირის საღებავების გააჩნია კირის დუღაბებზე მიწებების უნარი. აღენიშნება თერმოგამტარიანობა: ამცირებს თერმულ გადახრას და ექსტრემალური კლიმატის პირობებში უფრო სტაბილურია.

მეტის წაკითხვა

წარსულში, კირს მასშტაბურად ხმარობდნენ ინტერიერის და ექსტერიერის კედლის დეკორაციისთვის, მაგრამ პლასტიკური საღებავების გამოჩენის შემდეგ, მას აღარ იყენებდნენ, რადგან პლასტიკურმა გაცილებით დიდი მდგრადობა აჩვენა.

მას შემდეგ რაც ჩვენს ფორმულას გრაფენი დავამატეთ, ამან კირის თვისებების გაუმჯობესება გამოიწვია. სწორედ ამიტომ გაძლევთ გრაფენსტოუნი პროდუქტზე 5 წლიან გარანტიას*.
*თანდართულია გრაფენსტოუნის ოფიციალური აპლიკატორების მიერ და ეყრდნობა ტექნიკური დეპარტამენტის მითითებებს.

მეტის წაკითხვა


ჯანმრთელობა და გარემო


ჩვენი პროდუქტები დამზადებულია შიდამრეწველური კირის მასის ბაზაზე, რომელიც მიიღება ტრადიციული მეთოდით. კარბონიზაციის პროცესში, რომელიც უკვე მოხმარების მერე მიმდინარეობს, ანუ საღებავის გაშრობისას, კირი შთანთქავს ნახშიროჟანგს, რაც აუმჯობესებს ჰაერის ხარისხს.

კონკრეტულად, სამი 15 ლიტრი საღებავი წელიწადში 14.40 კგ კარბონის დიოქსიდს იწოვს (რამდენსაც ერთი ზრდასრული ხე).

მეტის წაკითხვა

ჩვენ ვითვალისწინებთ ჩვენი გარემოს და საზოგადაოების ჯანმრთელობის მნიშვნელობას, ამიტომ ჩვენი პროდუქტები შედგება ბუნებრივი ელემენტებისგან და არ შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს ან სუნს. სწორედ ამიტომ, ჩვენს საღებავებს და საფარს მიღებული აქვთ არაერთი სერთიფიკატი, მაგალითად: C2C Health GOLD, GreenTag Health და Sensitive Choice Blue Butterfly, რაც ამტკიცებს იმას, რომ საღებავი განსაკუთრებით შესაფერისია ისეთი ადამიანისთვის, ვისაც სუნთქვითი პრობლემები აწუხებს.მაგალითად: ასთმა, ალერგია და ქიმიური აუტანლობა.

მეტის წაკითხვა

ატმოსფერული გაწმენდის ხელშეწყობის გარდა, ნახშიროჟანგის შთანთქმის წყალობით, გრაფენსტოუნს გააჩნია ფოტოკატალიზატორული საღებავი, AmbientPro+, რომელიც შლის ორგანულ ნაერთებს და არაორგანულ გაზებს, სინათლის (ბუნებრივი თუ ხელოვნური) მეშვეობით ტიტანიუმის ოქსიდის (ფოტოკატალიზატორი) ნანონაწილაკებზე მოხვედრით და ხელს უშლის ჰაერის დაბინძურებას.
მეორეს მხრივ, მისი პროდუქტების ჯგუფში შედის Proshield Premium, დამცავი ფარი საღებავი, რომელიც დაბალი და მაღალი ელექტრომაგნიტური რადიაციისგან იცავს გარემოს, სახლებს, სკოლებს, მაღაზიებს და ა.შ. ეკოლოგიური პროდუქტია, მძიმე მეტალების გარეშე.

მეტის წაკითხვა

მზის სხივთა არეკვლის ინდექსის (SRI) წყალობით, გრაფენსტოუნის კირზე დაფუძნებული პროდუქტები ენერგოეფექტურად ითვლება.

SRI არის აშენებული შენობის ზედაპირის უნარი რომ შეინარჩუნოს სიგრილე მზეში, მზის რადიაციის არეკვლით (მასალის უნარი, რომ აირეკლოს მზის ენერგია ზედაპირიდან უკან ადმოსფეროში) და გამოყოს თერმოგამოსხივება (მასალის უნარი, რომ გამოუშვას შეწოვილი ენერგია). SRI = 0 განსაზღვრულია, როგორც სტანდარტული შავი ზედაპირი და SRI = 100 განსაზღვრულია, როგორც სტანდარტული თეთრი ზედაპირი.

Biosphere Premium-ის SRI უდრის 100-ს (მზის არეკვლის კოეფიციენტი უდრის 82.2 %-ს, ხოლო თერმოგამოსხივების კოეფიციენტი უდრის 79 %-ს). ეს თვისება გამომდინარეობს ჩვენი კირის მაღალი ხარისხიდან (კრისტალური სტრუქტურა მინარევების გარეშე). გთხოვთ, იპოვეთ სრული გამოცდის ანგარიში შემდეგ ლინკზე: სერთიფიკატები
ნახეთ ვიდეო


გამოყენება და მოხმარება


კი, შეგიძლიათ რომ გრაფენსტოუნის საღებავი დაიტანოთ ისეთ კედელზე, რომელიც უკვე შეღებილია პლასტიკური პროდუქტით. არ შეგიქმნით პრობლემას, პირიქით, ძალიან კარგად დაიფარება დაწებდება. ეს იქნება ყველაზე მარტივი და ეკონომიური პროცედურა.

ჩვენი რეკომენდაციით, იდეალური პროცედურა ჩატარდება მაშინ თუ პლასტიკურ საღებავს მოაშორებთ იქამდე, სანამ ჩვენს საღებავს მოიხმართ, რომელიც ჰაერგამტარია და არ გამოყოფს აქროლვად ორგანულ ნაერთებს (VOCs). ასე კედელს მისცემთ საშუალებას რომ ისუნთქოს და აირიდებთ სამომავლო პრობლემებს, როგორიცაა: სინესტე, ბზარები და ბუშტუკების წარმოქმნა.

გრაფენსტოუნის საღებავები მათზე ძვირი არ არის. გრაფენის ტექნოლოგიის და მაღალი ხარისხის მასალის გამოყენების წყალობით, ჩვენი საღებავები გთავაზობთ შესანიშნავ დაფარვას და პროდუქტიულობას, საჭიროებს ნაკლებ ფენას, აქედან გამომდინარე ნაკლებ საღებავს იმისთვის, რომ კედელი სრულად დაიფაროს. შესაბამისად, 1 კვ.მ კედლის დაფარვა შედარებით იაფი, ან მსგავსი ფასი ღირს. ამასთან ერთად თქვენ ღებულობთ აბსოლუტურად, 100% ეკოლოგიურ, ჯანსაღ პროდუქტს რომლის მსგავსი ბაზარზე არაა.