IEDISA-ის განცხადება კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებით

2018 წლის, 24 მაისის ვერსია


ეს განცხადება ხსნის იმას თუ როგორ ეპყრობა IEDISA იმ პირად მონაცემებს, რომელსაც ჩვენი სერვისების შესრულებისთვის ვაგროვებთ. IEDISA პატივს სცემს თქვენს კონფიდენაციალობას და უდიდესი მზრუნველობით იცავს და ეპყრობა თქვენს პირად მონაცემებს.



1. რა სახის მონაცემებს აგროვებს IEDISA?

IEDISA აგროვებს და ამუშავებს მხოლოდ იმ პირად მონაცემებს, რომელიც თქვენ მოგვაწოდეთ:
მაგალითად: თქვენი სახელი, სამსახურის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია და ა.შ..
შეიძლება მოგთხოვოთ განსაკუთრებული მონაცემებით უზრუნველყოფა იმისთვის, რომ ჩვენი პროდუქტებით და სერვისებით ისარგებლოთ. ეს ნაჩვენები იქნება ინფორმაციის მოთხოვნის მომენტში.



2. რა მიზნებისთვის დამუშავდება თქვენი მონაცემები??

IEDISA აგროვებს და იყენებს თქვენს პირად მონაცემებს:



რათა უზრუნველყოს ინფორმაცია და უპასუხოს თქვენს კითხვებს. მოგაწოდოთ თქვენს მიერ მოთხოვნილი პროდუქტები და სერვისები. ასევე აგროვებს იურიდიული საკითხებისთვისაც (ინვოისები და ა.შ.).

3. იურიდიული საფუძველი პირადი მონაცემების დამუშავებისთვის

IEDISA ამუშავებს თქვენს პირად მონაცემებს, რათა ჩვენი პროდუქტები და სერვისები მოგაწოდოთ, რათა შევასრულოთ იურიდიულ ვალდებულებები.

როდესაც თქვენს თანხმობაზე დაყრდნობით ვამუშავებთ თქვენს პირად მონაცემებს, შეგიძლიათ ნებისმიერ დროს უარი თქვათ თქვენს ამ თანხმობაზე. ამისთვის უნდა გაყვეთ დამუშავებასთან (რაზეც უკვე განაცხადეთ თანხმობა) დაკავშირებულ სპეციალურ ინსტრუქციებს. ამ ინსტრუქციების მისაღებად დაგვიკავშირდით ჩვენ.

საწყის ეტაპზე, ჩვენ გარკვეული მიზნით ვაგროვებთ თქვენს პირად მონაცემებს, მაგრამ თუ დამუშავების პერიოდში გადავუხვევთ ამ მიზანს (ახალი მიზნისთვის, თანხმობის და იურიდიული ვალდებულებების დამორჩილების გარდა ვეყრდნობით იურიდიულ საფუძველსაც), მაშინ დაგიდგენთ ამ ახალი მიზნისთვის მონაცემთა დამუშავება არის თუ არა შეთავსებადი იმ მიზანთან, რისთვისაც საწყის ეტაპზე შევაგროვეთ პირადი მონაცემები.



4. რა გზით იღებს IEDISA მონაცემებს?

ჩვენ მაშინ ვიღებთ თქვენს პირად ინფორმაციას, როდესაც ჩვენს ერთ-ერთი სერვისს მიმართავთ და თავად თქვენ გვაწვდით ინფორმაციას.



5. ვის აქვს წვდომა თქვენს მონაცემებზე?

ზემოთხსენებული მიზნების ან სერვისის უზრუნველყოფის კონტექსტის გათვალისწინებით , IEDISA არ გაუზიარებს და არ გადასცემს თქვენს პირად მონაცემებს სხვა სერვისპროვაიდერებს ან მესამე მხარეს. არც რაიმე სხვა გზით გახდის თქვენს ინფორმაციას მათდამი მისაწვდომს.

ჩვენი სისტემებისთვის გაგვაჩნია მინდობილობის პოლიტიკა. აქედან გამომდინარე, პიროვნებებს მხოლოდ იმ დონემდე აქვთ თქვენს მონაცემებზე წვდომა, რამდენადაც დავალების აღსრულების აუცილებლობა აკისრებთ. ისინი წვდომას ახორციელებენ მხოლოდ ზემოთხსენებული მიზნების ფარგლებში.

ყველა ეს პიროვნება და ორგანიზაცია შეთანხმდა იმაზე, რომ თქვენს მონაცემებს უდიდესი ყურადღებით და კონფიდენციალურობით მოეპყრობიან. ჩვენ წარმოვადგენთ საერთაშორისო კომპანიას, ამიტომ ევროპული ეკონომიკური ზონის გარეთ, IEDISA გამოიყენებს ევროპული კომისიის მიერ სანქცირებულ მექანიზმებს ისე, როგორც უსაფრთხოების ზომებს. ამაში შედის კონფიდენციალურობის დაცვის სერთიფიკაცია და სტანდარტული სახელშეკრულებო პირობები, როგორიცაა “(EU-)controller to (Non-EU/EEA-)controller” Decision 2004/915//Ec (ნახეთ ზოგად მონაცემთა დაცვის რეგულაციის 46-ე პუნქტი). თუ გსურთ რომ ამ უსაფრთხოების ზომების ასლი მიიღოთ, გთხოვთ დაგვიკავშირდით.



6. უსაფრთხოება

IEDISA-მ უნდა განახორციელოს შესაბამისი ტექნიკური და საორგანიზაციო ზომები, რათა უზრუნველყოს უსაფრთხოების შესაფერისი დონე, თქვენი პირადი მონაცემების უკანონო გამოყენების, უნებართვო წვდომის, გადაკეთების ან უკანონო განადგურების წინააღმდეგ.



7. შენახვის პერიოდი

IEDISA იქამდე ინახავს თქვენს პირად მონაცემებს, სადამდეც ზემოთხსენებული მიზნები მოითხოვს. ან იქამდე, სადამდეც კანონი გვიბრძანებს.IEDISA თქვენი მოთხოვნისამებრ წაშლის თქვენს მონაცემებს. თქვენი მოთხოვნა უნდა იყოს თანხვედრაში მე-9 პუნქტთან “თქვენი უფლებები“.



8. ქუქ-ჩანაწერები

ჩვენი ვებსაიტი იყენებს ქუქ-ჩანაწერებს, რათა დავარეგისტრიროთ სტუმრის მონაცემები იმისთვის რომ გავაუმჯობესოთ ვებსაიტის ფუნქციონალურობა და უსაფრთხოება. შეგიძლიათ ისე შეცვალოთ თქვენი ბრაუსერის პარამეტრები, რომ აღარ მიიღოთ ქუქ-ჩანაწერები. თუ ქუქ-ჩანაწერები ქმედუუნარო იქნება, მაშინ IEDISA ვერ მოგცემთ იმის გარანტიას, რომ ვებსაიტის ყველა სერვისი და ფუნქცია გამართულად იმუშავებს.



9. თქვენი უფლებები

შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩვენი კონფიდენციალურობის ოფისს (გთხოვთ ნახეთ ქვევით), რათა გამოიყენოთ ნებისმიერი ის უფლება, რომელიც გამოყენებითი მონაცემების დაცვის კანონებით მოგენიჭათ, რომელიც შეიცავს (9.1), თქვენს მონაცემებზე წვდომის უფლებას, (9.2) მონაცემების შესწორებას, (9.3) მონაცემების წაშლას, (9.4) თქვენი ინფორმაციის დამუშავების შეზღუდვას, (9.5) მონაცემების პორტატიულობის უფლებას და (9.6) დამუშავების გაპროტესტების უფლებას.



1. წვდომის უფლება
თქვენ შეგიძლიათ გვკითხოთ, ვამუშავებთ თუ არა თქვენს პირად მონაცემებს და თუ ასეა, მაშინ შეგიძლიათ მოითხოვოთ ამ მონაცემებზე წვდომა ასლის ფორმით. როდესაც წვდომის მოთხოვნას შევასრულებთ, დამატებით ინფორმაციასაც მოგაწოდებთ. მაგალითად: დამუშავების მიზნები, დამუშავებადი პირადი მონაცემების კატეგორიები და ასევე ნებისმიერ სხვა ინფორმაციას, რომელიც აუცილებელი იქნება იმისთვის, რომ ეს უფლება არსობრივად გამოიყენოთ.



2. შესწორების უფლება
ცდომილების და დაუსრულებლობის შემთხვევაში, გაქვთ იმის უფლება რომ თქვენი მონაცემები შეგვასწორებინოთ. თქვენი მოთხოვნისამებრ, ჩვენ შევასწორებთ არასწორ პირად მონაცემებს თქვენ შესახებ, გავითვალისწინებთ დამუშავების მიზნებს, დავასრულებთ არასრულ პირად მონაცემებს, რომელიც შეიძლება ითვალისწინებდეს დამატებითი განცხადებით წარმოდგენას.



3. ამოშლის უფლება
თქვენ გაქვთ თქვენი პირადი მონაცემების წაშლის უფლება, რაც იმას ნიშნავს რომ მას ჩვენ წავშლით და როდესაც შესაძლებელი იქნება, წაშლის ნებისმიერი სხვა კონტროლიორიც, ვისაც ადრე თქვენი ინფორმაცია მივაწოდეთ. თქვენი პირადი მონაცემები მხოლოდ ზოგიერთ შემთხვევაში იშლება. ეს ან კანონმა უნდა გვიბრძანოს ან ზოგად მონაცემთა დაცვის რეგულაციის მე-17 პუნქტს შეესაბამებოდეს.ეს შეიცავს იმ სიტუაციებს, როდესაც თქვენი პირადი მონაცემები მაინცდამაინც აღარ მუშავდება პირველადი მიზნებისთვის ან როდესაც ისინი უკანონოდ დამუშავდა. ზოგიერთ სერვისს ისეთი გზით ვინარჩუნებთ, რომ სათადარიგო ასლების წაშლას შეიძლება გარკვეული დრო დასჭირდეს.



4. დამუშავების შეზღუდვის უფლება
თქვენ გაქვთ პირადი მონაცემების დამუშავების შეზღუდვის უფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეული დროის განმავლობაში, ჩვენ თქვენი მონაცემების დამუშავებას შევაჩერებთ. გარემოება, რამაც შეიძლება რომ ამ უფლების გამოყენება გამოიწვიოს, შეიცავს სიტუაციებს, როდესაც თქვენი პირადი მონაცემების სისწორის შესახებ მოდის საჩივარი, მაგრამ ჩვენ გარკვეული დრო დაგვჭირდება იმისთვის, რომ მათი სისწორე/ცდომილება შევამოწმოთ. თქვენი ეს უფლება იმაში არ გვიშლის ხელს, რომ თქვენი პირადი მონაცემების შენახვა გავაგრძელოთ. ჩვენ იქამდე დაგიკავშირდებით, სანამ შეზღუდვა მოიხსნება.



5. მონაცემთა პორტატიულობის უფლება
მონაცემთა პორტატიულობის უფლება გაძლევთ იმის საშუალებას, რომ მოგვთხოვოთ თქვენი პირადი მონაცემების სტრუქტურული, საზოგადოდ გამოყენებული და კომპიუტერით წაკითხვადი ფორმატით გამოგზავნა. და შეგიძლიათ მოგვთხოვოთ რომ თქვენი ინფორმაცია უშუალოდ სხვა პროვაიდერს გადავცეთ, როცა ეს ტექნიკურად განხორციელებადი იქნება. მოთხოვნისამებრ, თქვენს პირად მონაცემებს უშუალოდ სხვა პროვაიდერს გადავცემთ მაშინ, როცა ეს ტექნიკურად განხორციელებადი იქნება.



6. გაპროტესტების უფლება
თქვენ გაქვთ იმის უფლება, რომ გააპროტესტოთ თქვენი პირადი მონაცემების დამუშავება ანუ შეგიძლიათ მოგვთხოვოთ რომ თქვენი პირადი მონაცემები აღარ დავამუშავოთ. ეს გამოიყენება „კანონიერი ინტერესების“ შემთხვევაში (პროფილის ჩათვლით), რომელიც წარმოადგენს დამუშავების იურიდიულ საფუძველს (იხილეთ ზემოთ პუნქტი 3 „იურიდიული საფუძველი პირადი მონაცემების დამუშავებისთვის“) ნებისმიერ დროს და სრულიად უფასოდ, შეგიძლიათ გააპროტესტოთ პირდაპირი მარკეტინგული მიზნები იმ შემთხვევაში, თუ თქვენი პირადი მონაცემები მუშავდება ამ მიზნებისთვის, რაც შეიცავს პროფილის განსაზღვრის მიზნებსაც პირდაპირი მარკეტინგის ფარგლებში. თუ ამ უფლებას გამოიყენებთ, მაშინ ჩვენ აღარ დავამუშავებთ თქვენს პირად მონაცემებს ასეთი მიზნებისთვის. დამუშავებასთან (რაზეც უკვე განაცხადეთ თანხმობა) დაკავშირებული სპეციალური ინსტრუქციების ხელმძღვანელობით, თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს უარყოთ თქვენი თანხმობა. ნებისმიერი ზემოთხსენებული უფლების გამოსაყენებლად, გთხოვთ დაგვიკავშირდით, გამოიყენეთ საკონტაქტო დეტალები, რომლებიც მე-11 პუნქტის ქვევით არის მოხსენიებული. თუ კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებით რაიმე კითხვა, შენიშვნა ან საჩივარი გაწუხებთ, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ. თუ რაიმე გადაუწყვეტელი უკმაყოფილება გაწუხებთ, შეგიძლიათ რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ზედამხედველ ორგანოში შეიტანოთ საჩივარი.



10. როგორ გამოვიყურებით ამ პოლიტიკის შემდეგ

ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში ბოლოს 2018 წლის 24 მაისს შევიდა შესწორება და თავისთავად შეცვალა წინა ვერსია. შეიძლება დროდადრო შევასწოროთ კონფიდენციალურობის პოლიტიკა, ამიტომ იქამდე შეგატყობინებთ ცვლილებებს, სანამ ეს ცვლილებები მოქმედებაში მოვლენ.



საკონტაქტო დეტალები

თუ გაწუხებთ რაიმე შეკითხვა კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან ან თქვენი პირადი ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირდებით, გთხოვთ დაგვიკავშირდით:

info@graphenstone.ge
itc@graphenstone.com
legal@graphenstone.com



წარმომადგენლობა საქართველოში | შპს ლეონი . თამარ მეფის გამზირი 18, თბილისი, საქართველო.

სათაო ოფისი | პოლგ ინდ პოლივისო. სი / კარპინტერო, 25. ელ ვიზო დელ ალკორი , 41520 სევილია, ესპანეთი.